29 September 2012

თანატოსი

თანატოსი - სიკვდილის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ნიქტის (ღამე) და ერებოსის (წყვდიადი) შვილი, ჰიპნოსის (ძილი) ტყუპისცალი ძმა.
თანატოსს აქვს რკინის გული და ამიტომაც არავინ ებრალება. იგი ძალიან ეჯავრებათ არამარტო ადამიანებს, არამედ ღმერთებსაც, რადგანაც იგი ერთადერთი არსებაა, რომელზეც არ მოქმედებს არავითარი პატივისცემა და საჩუქრები.
ბერძნული მითოლოგია
თანატოსი შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ფრთოსანი არსებაა, მას ხელში ხმალი უჭირავს. სპარტაში არსებობდა თანატოსის კულტი. მოგვიანებით ხელოვნებაში, თანატოსი ფრთოსან ყმაწვილად გამოისახებოდა, რომელსაც ხელში ჩამქრალი ჩირაღდანი ეჭირა.


თანატოსს უკავშირდება ევრიპიდეს ტრაგედია "ალკესტიდა", სადაც პელიასის ქალიშვილს მიეცემა საშუალება  თავისი მეუღლე ადმეტოსი თანატოსისგან (სიკვდილისგან) იხსნას, ის თვლის რომ ადმეტოსი სამეფოს და მემკვიდრეებს უკეთ მიხედავს და საკუთარ სულს სთავაზობს თანატოსს (სიკვდილს) ქმრის მაგივრად.
ამ დროს ადმეტოსის სახლს სტუმრობს ჰერაკლე, რომელიც გაიგებს რა ამ სამწუხარო და თავგანწირულ ამბავს - ჩავა აიდში და დაუბრუნებს  ალკესტიდას თავის ქმარს.

თანატოსს უკავშირდება ასევე მითი სიზიფეს შესახებ. რომელიც რამოდენიმეჯერ მოახერხებს თანატოსის მოტყუებას და სიცოცხლის შენარჩუნებას. რის გამოც სასტიკად დაისჯება, მან მაღალ მთაზე უზარმაზარი ლოდი უნდა ააგოროს,  მაგრამ როდესაც ის მწვერვალს აღწევს და გაიფიქრებს ახლა კი დავისვენებო, სწორედ მაშინ ლოდი გაუცირდება ხელიდან და კვლავ ჭალაში ჩაგორდება და სიზიფეც იძულებულია ისევ შეუდგეს მომქანცველ შრომას. და ასე დაუსრულებლად...

No comments:

Post a Comment