
სხვა ვერსიების მიხედვით ოკეანოსის შვილებად მიჩნეულნი არიან ასევე კერკოპები (მაიმუნისმაგვარი ჯამბაზი მამაკაცები) და ტრიპტოლემოსი.
ოკეანოსი განასახიერებდა მდინარეს, რომელიც გარს უვლის დედამიწას. ოკეანოსიდან გამოედინება ზღვის ყველა დინება, მდინარე, ნაკადული თუ წყარო. ოკეანოსიდან ამოდის და ოკეანოსში ჩადის მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
ოკეანოსი გამოირჩეოდა მშვიდობისმოყვარეობით და კეთილშობილებით. (იგი უშედეგოდ ცდილობდა ზევსის და პრომეთეს შერიგებას.)
ღმერთები პატივს მიაგებენ მოხუც ოკეანოსს, ზრუნავენ მასზე.
უკიდურეს დასავლეთში ოკეანე ეხეთქება სიცოცხლის და სიკვდილის სამყაროების საზღვრებს. ოკეანეს აღმოსავლეთში კი მიწიქვეშა სამეფოს შესასვლელია. სწორედ აქ იშვა პეგასი. ესქილე ასახელებს ოკეანოსს ფრთოსანი რაშის მფლობელად.
No comments:
Post a Comment