10 October 2012

მოირები

მოირებს უწოდებენ ღვთაებებს, რომლებიც თითქოს ადამიანთა ბედის ძაფს ართავდნენ და გარკვეულ შემთხვევაში წყვეტდნენ მას. ზევსისა და თემიდას ქალიშვილები.
ზოგიერთი მითის მიხედვით ღამის ღვთაების - ნიქტის ან ბედისწერა გარდაუვალობის ღვთაების - ანანკეს ქალიშვილები.
ადრე მიაჩნდათ, რომ ყოველ ადამიანს თავისი მოირა ჰყავდა. ასეთ შემთხვევაში ისინი გვანან ბედის მწერალს, რომელსაც თითქმის ყველა ხალხის რწმენაში შევხვდებით. საბრძნეთში ოლიმპიური რელიგიის გავრცელების შემდეგ, მოირების რიცხვი სამამდე დაიყვანეს. ესენია:
ატროპოსი, კლოთო და ლაქესისი. მათთან იყო დაკავშირებული ადამიანის მთელი სიცოცხლე. მოირები წარმოდგენილი ჰყავდათ მოხუც დედაკაცებად, რომლებიც ართავდნენ ცალკეული ადამიანების ბედისა და სიცოცხლის ძაფს.ერძნული მითოლოგია
1) კლოთო (ვართავ) სიცოცხლის ძაფს ართავდა. კლოთომ დაუბრუნა სიცოცხლე პელოპეს და ათენას ქალწულობა არგუნა. კლოთოს გამოსახავდნენ თითისტარით ხელში.

2) ლაქესისი (ბედი) ამ ძაფს ადამიანის ბედსა და სიცოცხლეს ირგვლივ ახვევდა, განსაზღვრავდა სიცოცხლის სიგრძეს (ძაფის სიგრძის მიხედვით) . ლაქესისი თვალყურს ადევნებდა ლეტოს მშობიარობას. ლაქესისს გამოსახავდნენ საზომით და სასწორით ხელში.

3) ატროპოსი (შეუბრალებელი, გარდაუვალი, ხვედრი, სიკვდილი) გარკვეული დროის გავლის შემდეგ ჭრიდა ამ ძაფს და ადამიანის სიცოცხლეც მთავრდებოდა. ატროპოსს გამოსახავდნენ წიგნით და მაკრატლით ხელში.

ჰესიოდეს მიხედვით მოირები არიან ნიქტის(ღამე) ქალიშვილები. კლოთო რთავს ძაფს, განასახიერებს ბედის მშვიდ და მტკიცე მოქმედებას,  ლაქესისი ბედის  მოქმედების შემთხვევითობაა, ხოლო ატროპოსი - ბედის მოქმედების შეუქცევადობა, გარდაუვალობა.


პლატონი თავის დიალოგში "სახელმწიფო" გამოსახავს მოირებს თეთრ ტანისამოსში მაღალ სკამებზე მჯდომებს, ყვავილების გვირგვინი აქვთ თავზე და ართავენ ძაფს ანანკეს (აუცილებლობის) ძაფის სართავის მეშვეობით, ამას თან ახლავს ღვთაებრივი მუსიკა. კლოთო მღერის აწმყოზე, ის რთავს ძაფს ყველასთვის, ლაქესისი - მღერის წარსულზე, ის ადამიანის დაბადებამდე წყვეტს მის ბედს და თვალყურს ადევნებს მის შესრულებას, ხოლო ატროპოსი - მღერის მომავალზე, ის აახლოვებს ადამიანის გარდაუვალ მომავალს, და მაკრატლით ჭრის ადამიანის სიცოცხლის ძაფს.



ზევსი და აპოლონი იწოდებიან მოირაგეტებად, რაც ნიშნავს მოირების მმართველებს. ზევსის ეპითეტია "ბედის გამგებელი" რაც ნიშნავს, რომ მან იცის ადამიანების საქმეები და ყველაფერი რაც მოირებმა ადამიანს დაუწესეს და ყველაფერი რაშიც უარი უთხრეს. ზევსის ტაძარში ათენში, ზევსის ქანდაკების თავზე გამოსახულები არიან მოირები, რაც ნიშნავს, რომ წინასწარგანსაზღვულობა და ბედისწერა მხოლოდ ზევსს ემორჩილება.

რომაულ მითოლოგიაში მოირების ანალოები არიან პარკები.



3

No comments:

Post a Comment