ბერძნული მითოლოგია
ტიტანომახიის მიხედვით პონტოსი ეთერის და ჰემერას ვაჟია, გეას, ურანის, თალასას, ოკეანოსის და ტარტაროსის ძმა.
პონტოსისა და გეას კავშირით ქვეყანას მოევლინა ნერევსი (მშვიდი ზღვა), თავმანტი (ზღვის საოცრება), ფორკინი (ზღვის ღელვა), კეტო (ზღვის ურჩხული) და ერვიბია (ზღვის ძალა)..
პონტოსისა და თალასას კავშირით გალია, ტელქინები (ზღვის დემონები) და თევზები წარმოიშვნენ.
ხშირად პონტოსს აიგივებენ ზღვის ტიტან ოკეანოსთან, რომელიც უფრო პატივსაცემი ღვთაება იყო ბერძნებში, ვიდრე პონტოსი.
პონტოსი და თალასა ზღვის განსახიერებებია, შემდეგ ეპოქებში მათი ფუნქციები დაეკისრათ ოკეანოსს და თეტიდას, უფრო გვიან კი პოსეიდონს და ამფიტრიტეს.
პონტოსი შავი ზღვის ეპონიმია.
No comments:
Post a Comment