ზევსის მეორე ცოლი. ზევსისგან მას ეყოლა ბედისწერის განმასახიერებელი ქალღმერთები - მოირები: ატროპოსი, კლოთო და ლაქესისი.
ჰესიოდეს მიხედვით ზევსსა და თემიდას ქალიშვილები იყვნენ ჰორები: ევნომია (კანონიერება), დიკე (სამართლიანობა), ეირენე (მშვიდობა).

თემიდა - სიმართლის, მართლმსაჯულებისა და წინასწარმეტყველების ქალღმერთია.
მოგვიანებით თემიდა დიკესთან ერთად უზენაეს ღვთაებათა მრჩეველი ხდება. იგი გადასცემდა ადამიანებს ზევსის ბრძანებებსა და ნება-სურვილს. თემიდა ითვლებოდა მოუსყიდავი და ობიექტური მსჯავრდებლების მფარველად.
თემიდას წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსს და თეტიდას ეყოლებათ შვილი, რომელიც ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს.
თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ეს ორაკული გადასცა თავის დას ფებეს, ხოლო ფებემ ის თავის შვილიშვილს აპოლონს აჩუქა დაბადების დღეზე.
თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები.

თემიდა გადატანითი მნიშვნელობით მართლმსაჯულებას, სიმართლეს ნიშნავს. ხშირად მოსამართლეებსა და იურისტებს თემიდას მსახურებს უწოდებენ.
კარგია საინტერესოდ იკითხება
ReplyDelete