ერთ ერთი ვერსიის მიხედვით ევრინომე განსაკუთრებული სისუფთავისა და სიჭკვიანისათვის შეიყვარა ათენამ და არტემიდემ, აფროდიტეს კი, პირიქით ეჯავრებოდა. მან ზევსს შეაყვარა ევრინომე, იმიტომ რომ ამისთვის ზევსის ეჭვიან ცოლს ჰერას დაესაჯა იგი. ჰერამ ზევსისგან განრიდების მიზნით ევრინომე ადონისს შეართმევინა ცოლად.
გამძვინვარებულმა ზევსმა ელვით მოკლა ადონისი, მაგრამ მოგვიანებით უფლება მისცა მის აჩრდილს კვლავ დედამიწაზე დაბრუნებულიყო. არტემიდემ ევრინომე ფარშევანგად აქცია, შემეგ კი კვლავ ადამიანური სახე დაუბრუნა.
ერთ ერთი ვერსიის მიხედვით ოკეანიდი ევრინომე თეტიდას დაეხმარა ჰერას მიერ ოლიმპოდან გადმოგდებული ჰეფესტოს დამალვაში.
ჰესიოდეს მიხედვით ევრინომე ქარიტების დედაა, რომლებიც ზევსისგან ეყოლა.
აპოლოდორეს მიხედვით ევრინომეს ზევსისგან ეყოლა მდინარის ღმერთი ასოპოსი.


როდესაც კრონოსმა მამამისს ურანოსს ძალაუფლება დააკარგვინა, მას და მის ცოლს რეას მოუწიათ ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ ოფიონთან და ევრინომესთან. დამარცხების შემდეს ოფიონე და ევრინომე ოკეანეს სიღრმეებში ჩააგდეს.
No comments:
Post a Comment