პერსესს და ასტერიას ყავდათ ერთადერთი ასული - ჰეკატე.
პერსესი თავის ძმასთან პალანტთან ერთად ომის მფარველებად ითვლებოდნენ.
პალანტი ბრძოლის ხელოვნებას მფარველობდა. მისი სახელი უკავშირდება სიტყვას pallo, რაც შუბის ტყორცნას ნიშნავს. ხოლო პერსესის სახელი უკავშირდება სიტყვებს persô, perthô, რაც ნგრევას და დაცარიელებას ნიშნავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ პერსესი ომის სწორედ ამ თვისებებს განასახიერებდა.
სხვა ვერსიის მიხედვით პერსესი ჰელიოსის და ოკეანიდი პერსეს ვაჟია, რომელიც ტავრიდაში გამეფდა. ის ქიშპობდა თავის ძმასთან კოლხეთის მეფე აიეტთან. პერსესი მოწამლა მისმა ქალიშვილმა ჰეკატემ და გამეფდა ტავრიდაში. შემდეგ კი ცოლად გაყვა საკუთარ ბიძას აიეტს.
კარგია
ReplyDelete