მეტიდა -
ოკეანოსის და
ტეთისის ქალიშვილი. ერთ ერთი ოკეანიდი. მეტიდა ითვლებოდა კარგი რჩევების, დაგეგმვის, მოხერხებულობის და სიბრძნის ქალღმერთად.
როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა
ზევსი კრიტოსზე ცხოვრობდა, სანამ მამამისს შეერძოლებოდა, მას მეტიდა ზრდიდა. ზევსს ვნება გაუჩნდა თავისი აღმზრდელის მიმართ. თავიდან მეტიდა დედობრივი სიყვარულს განიცდიდა ზევსის მიმართ, მაგრამ როდესაც მიხვდა რომ ზევსს სხვა შეგრძნებები გააჩნდა მის მიმართ, სხვადასხვა სახეს იღებდა, რათა არიდებოდა ზევსთან შეხვედრას. თუმცა ბოლოს მაინც გახდა მისი ცოლი.
მეტიდა ზევსის არამარტო პირველი ცოლი, არამედ მრჩეველიც იყო, ზევსის და ტიტანების ომის დროს მან შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ზევსმა კრონოსს ისეთი სასმელი დაალევინა, რომ მისი ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოანთხევინა.
ჰესიოდეს ცნობებით, როდესაც მეტიდა ზევსისგან დაფეხმძიმდა, ზევსს
გეამ უწინასწარმეტყველა, რომ მეტიდას ჯერ ქალიშვილი ეყოლებოდა შემდეგ კი ვაჟი, რომელიც მამას სუძლიერით და გონიერებით გადააჭარბებდა.
ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა თავისი ფეხმძიმე ცოლი. მაგრამ ბავშვმა მამის თავშიც განაგრძნო განვითარება. ზევსს თავის ისეთი ტკვილები დაეწყო , რომ ჰეფესტო იძულებული გახდა ჩაქუჩი ჩაერტყა ზევსისთვის, რის შედეგადაც გაიპო ზევსის თავი და ქვეყანას
ათენა მოევლინა.
ამის შემდეგ ზევსს არ ეშინოდა მეტიდასი, ვინაიდან მიიღო მისგან სიკეთის და ბოროტების ცნობის უნარი.
მითი მეტიდას და ზევსის შესახებ განასახიერებდა სიბრძნეს, რომელიც მიიღება ქალური და მამაკაცური საწყისების შეთავსებით. ათენა უკვე არაა უშუალოდ მეტიდას ქალიშვილი, არამედ უპირატესად ზევსის ქალიშვილია. მასში გაერთიანებულია დედის და მამის სიბრძნე.
უნდა აღინიშნოს, რომ პოეტების და მითოგრაფების უმრავლესობა ათენას განიხილავს უდედო ღვთაებად.